5 რამ რასაც ბიჭები გწერენ, მაგრამ სულ სხვა რაღაცას გულისხმობენ

უკვე უნივერსალური სიმართლეა, რომ ქალებთან საუბარი დამაბნეველია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია მამაკაცებთან, ოღონდ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. დღეს წარმოგიდგენთ ახსნას, თუ რას ამბობენ ბიჭები და რას გულისხმობენ რეალურად.

1 . “გამარჯობა”.. რას გულისხმობენ – “ახლახანს ვნახე შენი პროფილი და გამახსენდა, თუ როგორ მომწონხარ. ასე რომ, ვაპირებ დავიწყო საუბარი ისე, თითქოს შენი გარეგნობის იქითაც მაინტერესებს”.

2 . “ბოდიში, ბოლო მონაწერი არ შემიმჩნევია” და რას გულისხმობენ – “ვნახე, წავიკითხე და დავაიგნორე, დღევანდელი ტექნოლოგიით ამის შეუმჩნევლობა შეუძლებელია, უბრალოდ მინდა, რომ დაგაიგნორო და ეს ისე გავაკეთო, რომ ნაგავი არ გეგონო”.

3 . “ბოლო დროს ძალიან დაკავებული და დაღლილი ვარ” და რას გულისხმობენ – “მთელი დღეა უსაქმურად ვზივარ და ვფიქრობ, როგორ დაგაიგნორო. არანაირად დაკავებული არ ვარ, ლუდის სმას თუ არ ჩავთვლით. ამ მომენტში უბრალოდ შენთვის დრო არ მაქ და არც მაინტერესებ. მხოლოდ არ მინდა რომ აშკარად გაწყენინო”.

4 . “რას აკეთებდი ამ უქმეებზე?” და რას გულისხმობენ – “ამ შაბათ-კვირას მაგრად გავერთე, დავლიე და საზიზღრობები ვაკეთე. უბრალოდ ვამოწმებ, რომ შენ არავისთან არ ყოფილხარ და ისევ გინდა ჩემთან შეხვედრა, რადგან შემდეგ კვირას აუცილებლად გადავაგდებ ძმაკაცებს და შენთან გამოვიქცევი”.

5 . “გამარჯობა, როგორ ხარ?” და რას გულისხმობენ – “ვიცი, რომ ადრე მეგობრების სიაში ჩამწერე თან არაერთხელ, მაგრამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი და რახან ახლა უკვე მარტო ხარ, ვიფიქრე, კიდევ ერთხელ ვცდი თქო. მეც მარტო ვარ, შენც მარტო, ხედავ საით მიმყავს საუბარი?”

კომენტარები