8 ქალური თვისება რაც კაცებსაც ახასიათებთ, მაგრამ არ ამჟღავნებენ

კატების სიყვარული, რომანტიკული კომედიები, კოსმეტიკა – ძირითადად ქალების ინტერესის სფეროდ ითვლება. მაგრამ ყოველთვის ასე არაა! ბევრი კაცი ასევე ძალიან სენსიტიურია, უბრალოდ ყოველთვის არ ამბობენ ამას.
დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ ,,გოგოური” რაღაცების სიას, რაც კაცებსაც ძალიან მოსწონთ – მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა.
1. კაცებს ძალიან უყვართ რომანტიკული კომედიები. და ზოგჯერ ტირიან კიდეც…

2. კაცები მუდამ მზად არიან სასაცილო და კრეატიული ფოტოს გადასაღებად.

3. ჩახუტება. ბევრი კაცი ამას არ აღიარებს, მაგრამ ეს კაცებისთვისაც შესანიშნავი ადამიანური კონტაქტია. თან სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

4. ზოგჯერ ქალების კოსმეტიკის ჩანთაში იქექებიან. შამპუნები, დუშგელები და ლოსიონები ხომ ძალიან არომატულია.

5. გგონიათ დრამატულად თვალების ატრიალება ქალების ჩვევაა? ცდებით!

6. ბევრ კაცს შოპინგზე სიარულიც უყვარს. მაგრამ – ჩშშ!

7. კაცებს სწამთ, რომ დამღლელი დღის შემდეგ ქაფიან აბაზანას იმსახურებენ.
 

8. ისინი სავარცხლით ხელში მღერიან ხოლმე. ასევე შხაპის ქვეშაც. ნუ, რა თქმა უნდა, როცა ირგვლივ არავინაა.

კომენტარები