გაყინული ხილ-ბოსტნეული ახალზე უფრო სასარგებლოა?

კვლევებმა, რომელიც Birds Eye – ის ინიციატივით ჩატარდა , აჩვენა, რომ მაღაზიების დახლთან მიტანამდე ხილ-ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების 50% კარგავს.

მაგალითად, პამიდორს მოკრეფიდან რამდენიმე დღეში იმდენი სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია, რაც ახალმოკრეფილს. ასევეა მწვანე ლობიო, რომელიც მაღაზიის დახლზე დიდი ხნის დებით 45%-მდე სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს, ხოლო სტაფილო 10%. ის პროდუქტები, რომლებიც მოკრეფისთანავე დაუყოვნებლივ იყინება მაქსიმალურ ტემპერატურაზე, ინარჩუნებს ყველა ვიტამინს და სასარგებლო თვისებას.

დიდ ბრიტანეთში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მეცნიერთა ორი ჯგუფი ერთნაირ დასკვნამდე მივიდა. როგორც აღმოჩნდა, გაყინული პროდუქტები ახალზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

კომენტარები