მამაკაცების აქამდე უცნობი კომპლექსები ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი

კომპლექსი: ტიპური ვერძის მთელი ცხოვრებაა – ყველას აქტიურად უმტკიცოს, რომ ის ყველაზე კარგია. სიტუაციიდან გამოსავალი: პირფერობა… ვერძს არასოდეს მობეზრდება იმის მოსმენა, რა მშვენიერია. სამაგიეროდ შექების შემდეგ ის „მადლობაზე“ მეტს გააკეთებს, ვიდრე სხვა ნიშნები ფულის გულისთვის.

კურო

კომპლექსი: სტაბილურობა, საიმედოობა და დანაზოგი „შავი დღისთვის“ – აი, ამ ნიშნის მსოფლმხედველობის სათავე, აქვეა მისი ყველა ფსიქოლოგიური პრობლემის წყაროც. სიტუაციიდან გამოსავალი: გემრიელად აჭამო, მოეფერო და ზურგი მოფხანო. თუ კურო სითბოში, სიმყუდროვესა და კომფორტში ამყოფე, ის მრავალი წელი იქნება საყვარელი ადამიანი.

ტყუპები

კომპლექსი: ტიპურ ტყუპებს არ სჭირდებათ თქვენი ოვაციები მისი ინტელექტისა და ერუდიიციის გამო. მან ისედაც იცის, რომ ყველაზე ჭკვიანია. სხვა საქმეა – პატივისცემა. ღმერთმა დაიფაროს, რომ საუბარი შეაწყვეტინოთ.

სიტუაციიდან გამოსავალი: ხმამაღლა, ისე რომ ყველამ გაიგოს განაცხადეთ, რომ მხოლოდ ის არის ყველასათვის საყრდენი და შვების მომტანი.

კირჩხიბი

კომპლექსი: კირჩხიბების არსია – ნაბიჯი წინ, ორი – უკან. მაგრამ მათი დადანაშაულება სიმხდალეში – ყველაზე უადგილოა. განაწყენებული და შეურაცხყოფილი კირჩხიბი ხომ მთელი ცხოვრება იძიებს შურს თქვენზე. სიტუაციიდან გამოსავალი: თუკი უკვე დააბიჯეთ კირჩხიბს მტკივნეულ ადგილზე, მაშინ ჩაუვარდით ფეხებში და გულამოსკვნით იტირეთ. საბედნიეროდ, კირჩხიბი ემოციურია და ყოველთვის შეიძლება აუჩუყოთ გული.

ლომი

კომპლექსი: ვერძისგან განსხვავებით, ლომი არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის ყველაზე კარგია. რატომ უნდა ამტკიცოს, როცა აშკარაა, რომ ცხოველთა მეფეა და თავი გაუყადრა უბრალო მოკვდავს.

სიტუაციიდან გამოსავალი: აქ უნდა იმოქმედოთ ფაქიზად. ლომი ისედაც დარწმუნებულია საკუთარ ხიბლში და ვერ მოითმენს პირდაპირ მლიქვნელობას. ჯობია პატიება სთხოვოთ ან თავი მოიკატუნოთ თითქოს რაღაც გაწუხებთ.

ქალწული

კომპლექსი: როცა ყველა ბავშვი კითხულობდა ზღაპარს, ქალწული კითხულობდა სამედიცინო ენციკლოპედიას. და გატაცებით პოულობდა საკუთარ თავში ყველა ცნობილი დაავადებების ნიშნებს.

სიტუაციიდან გამოსავალი: გაიზიარეთ და გამოხატეთ მის მიმართ მზრუნველობა. მაშინ ქალწულის თვალში ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდებით, ვისზეც ქალწული იზრუნებს მრავალი წელი.

სასწორი

კომპლექსი: დახარჯოს უამრავი ძალა, ნერვები და საშუალება, რომ ყველა კმაყოფილი ბედნიერი იყოს და არავინ დარჩეს ნაწყენი…

სიტუაციიდან გამოსავალი: თუ სკანდალი მაინც გაჩაღდა, ჯობია მოისყიდო სასწორი ახალი სვიტერით ან ულტრამოდური ფერის მაისურით.

მორიელი

კომპლექსი: მგრძნობელობა, სენტიმენტალურობა და ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა – აი, მისი მტკივნეული წერტილები, მაგრამ ამის შესახებ მისი გარემოცვიდან ვერავინ გაიგებს. მორიელმა საკუთარი თავისთვის ბავშვობიდან აითვისა წესი – „არავის არ ენდო“. სიტუაციიდან გამოსავალი: ის არ არსებობს. თუ თქვენ როგორღაც დაიმსახურეთ მორიელის ნდობა და შემდეგ შემთხვევით დაკარგეთ… ჯობია თავს უშველოთ. იმიტომ რომ პატიება არ იქნება.

მშვილდოსანი

კომპლექსი: მშვილდოსანი – ყოვლისმცოდნე, ექსპერტი, პროფესიონალი და ავტორიტეტია. რა თქმა უნდა, თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ყველაზე ჯანმრთელი ნიშანია. მაგრამ არსებობს პატარა ნიუანსი. თავნება ხასიათის გამო ცუდად გრძნობენ თავს არა მხოლოდ გარშემომყოფნი, არამედ თავადაც. მაგრამ ყოველთვის მის გარდა ყველა დამნაშავეა. სიტუაციიდან გამოსავალი: მათ უნდა მიამართონ საკუთარი ენერგია და ულევი ოპტიმიზმი ყველაზე რთული ამოცანების ასახსნელად. აუცილებელი არ არის ამოხსნან, სამაგიეროდ ნამდვილად არ გაუფუჭდებათ ხასიათი. და თქვენ არ მოგიწევთ მათი დამშვიდება.

თხის რქა

კომპლექსი: საერთოდ გარეგანი სიმკაცრისა და გულჩათხრობილობის უკან ძალიან ხშირად იმალება კეთილი და შინაურული ბუნება. უბრალოდ აბეზარია. სხვათა შორის, თხის რქები – ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქმრები არიან. სიტუაციიდან გამოსავალი: მოაჩვენეთ თავი თითქოს საწყალი, ავადმყოფი და უძლური ხართ. ასე უფრო იოლი იქნება გარეგანი ქვის გარსის გალღობა. სთხოვეთ დახმარება და მხარდაჭერა.

მერწყული

კომპლექსი: თუ თქვენს გარემოცვაში ვინმე მუდმივად იქებს თავს – უეჭველად, ეს იქნება მერწყული. თუ ვინმეს უნდა გამოიჩინოს თავი საკუთარი ორიგინალურობითა და არასტანდარტულობით – ეს მერწყულია. ის აბსოლუტურად უმართავია. სიტუაციიდან გამოსავალი: არასოდეს გააკონტროლოთ. თუ ცდილობდით მოგეწოდებინათ წესრიგისსკენ, დაუყონებლივ მოცილდით. მაშიმ მერწყულს ეწყინება, რომ მის თავისუფლებაზე პრეტენზია არავის გააჩნია და ის მისთვის ფასეული აღარ იქნება.

თევზები

კომპლექსი: თევზების მთავარი პრობლემაა – საიდუმლოებების, გამოცანებისა და ინტრიგების უსაზღვრო სიყვარული. ტყუილად კი არ არის თევზები – სპეცდაზვერვის სიმბოლო. და აქვე კლასიკური სქემა: გახდე საკუთარი იარაღის მსხვერპლი. მათ ძალიან ეშინიათ იყვნენ მოტყუებულები.

სიტუაციიდან გამოსავალი: მარტივი და რთული ერთდროულად. თევზებს ძალიან სჭირდებათ თბილი სიტყვები. თევზები უნდა გიყვარდეთ. მორჩა.

კომენტარები