18 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს ყველა ადრე დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. მოგემატებათ საკუთარი თავის რწმენა. სწორედ დღეს გირჩევენ ვარსკვლავები სერიოზული საქმიანი მოლაპარაკების წარმართვას, რადგან ის ძალიან წარმატებული იქნება. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს შესაძლოა გაუმართლოს და მნიშვნელოვან კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი, ან ბიზნესის ინტერესებისთვის ხანმოკლე მოგზაურობაში წავიდეს.

კურო. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დროს მედიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. მიირთვით მსუბუქი საკვები და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის და შედეგი კი მოსალოდნელს გადააჭარბებს.

ტყუპები. უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე. არანაირი სასმელი არ გაიკაროთ არც სახლში და არც მეგობრებთან ერთად. ეს ხელს შეგიშლით საღი გონებით შეაფასოთ სიტუაცია. არ უნდა გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენა.

კირჩხიბი. დღეს უარი თქვით აქტიურ სამუშაოზე. წამოწექით დივანზე და დაისვენეთ. კარგი იქნება თუ საღამოსაც სახლში გაატარებთ.

ლომი. მიუხედევად კონფლიქტურობისა მეგობრებთან, ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან, დღე მაინც წარმატებული იქნება. თქვენს მონდომებას სამსახურში დააფასებენ და პრემიის სახით დაგაჯილდოვებენ.

ქალწული. თუ გსურთ წარმატების მიღწევა, აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქცევები, კეთილსინდისიერად იშრომეთ და ნუ დაარღვევთ დაპირებებს. საღამოს დაგეგმეთ რამე სასიამოვნო და ამავე დროს შემეცნებითი.

სასწორი. თქვენ მოგზაურობა გელით: ეს შეიძლება იყოს როგორც მივლინება, ასევე დამოუკიდებელი გამგზავრება, რომელიც უამრავ დადებით ემოციებს და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ. მარტოხელა სასწორებისთვის მომავალ საბედოსთან შეხვედრაც კია შესაძლებელი, მაგრამ ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან მიმართებაში. მისი ბოროტად გამოყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გართულებებს გამოიწვევს.

მორიელი. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. არ ღირს ვინმესთვის განდობა საკუთარი საქმეებისა. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. დაკვირვებულობა გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების არჩევისას, რადგან მოწამვლაა მოსალოდნელი. არაა სასურველი ალკოჰოლის მიღებაც.

მშვილდოსანი. პირად ცხოვრებაში წარმატებებია მოსალოდნელი. მარტოხელა მშვილდოსნებს ელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში სერიოზული ურთიერთობაა შესაძლებელი. მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობასა და პოზიტივს გპირდებათ. ასევე არაა მოსალოდნელი ჯანმრთეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

თხის რქა. შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე დღეა. შექმენით რაიმე ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს შეძლებთ, თუ არ იზარმაცებთ და წვრილმანებზე არ მოცდებით. დღეს ფიზიკური ვარჯიშები კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წარმატებული პერიოდია რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

მერწყული. არაფერი ასესხოთ მეზობლებს, არც შაქარი, არც მარილი და მით უმეტეს – ფული. ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ მაინც… უმჯობესია დღეს მათთან ურთიერთობა არ იქონიოთ. ეს – თქვენსავე საკეთილდღეოდ.

თევზები. თქვენ გეძლევათ საშუალება საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ნუ ისაუბრებთ თქვენთვის უინტერესო ადამიანებთან და ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. დღეს ეს ენეგიისგან გამოგფიტავთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი საყიდლებისას: თქვენ შესაძლოა არასაჭირო ნივთებში დახარჯოთ ფული.

კომენტარები