თმის ზრდა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე – მემკვიდრეობით დაწყებული, სტრესით დამთავრებული. თმის სილამაზე კი დამოკიდებულია არამხოლოდ გარეგან ზემოქმედებაზე, არაფერს აქვს აზრი, თუ თმა საკმარისად არ იკვებება.
განსაზღვრული პროდუქტები ამაღლებს თმის სიხშირეს და ანიჭებს მას ბზინვარებას. ზოგიერთ საკვებს კი აბსოლუტურად საპირისპირო მოქმედება აქვთ და ისინი გამოსარიცხია რაციონიდან.
1. თევზი
განსაკუთრებით სასარგებლოა თევზში არსებული ომეგა 3 – უჯერი ცხიმოვანი მჟავები. მაგრამ ზოგი თევზი შეიცავს ვერცხლისწყალს, რომელიც ხელს უწყობს თმის ცვენას. ეს ელემენტი განსაკუთრებით ბევრია სკუმბრიაში, თინუსში, ამიტომ ისინი ჭარბად არ გამოიყენოთ. გირჩევთ იყიდოთ ხეკი, ორაგული და მდინარის თევზი.
2. რძის პროდუქტები
საუბარია პასტერიზებულ რძეზე, რომელიც ზრდის კანის ცხიმის რაოდენობას, რის შედეგადაც თმა თხელდება და ნელდება მისი ზრდა.
3. გაზიანი სასმელები
მაღალმჟავიანი სასმელების ხშირი გამოყენება იწვევს თავის კანის კვების დარღვევას, სჯობს ის შევცვალოთ ბოსტნეულისა და ხილის ახალგამოწურული წვენებით. ყველაზე სასარგებლოა ყვავილოვანი კომბოსტოს, ჭარხლის, კიტრის, სტაფილოსა და ნიახურის ახალგამოწურული წვენები.
4. გლიკემიის მაღალი ინდექსის მქონე პროდუქტები
ამაში შედის პურ-ფუნთუშეული, რომლებიც თეთრი ფქვილისგანაა დამზადებული, ასევე ნამცხვრები, შოკოლადი. მათი დიდი რაოდენობით გამოყენებისას სისხლში შაქრის სიჭარბე აღინიშნება, ეს კი იწვევს ნაადრევ გამელოტებას. ხოლო დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები, როგორიცაა წიწიბურა, ბრინჯი, ჭვავის პური, გაცილებით სასარგებლოა თმისა და მთელი ორგანიზმისთვის.
5. სელენის შემცველი პროდუქტები
სელენის დღეღამური დოზა აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ის აწესრიგებს იმუნურ სისტემას და, შესაბამისად, ზრდის ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს, თუმცა მისი გადაჭარბება იწვევს თმის ცვენას. სელენი შედის ბრაზილიურ კაკალში, ფისტებში, ქოქოსში, თეთრ სოკოსა და ნიორში.
6. ვიტამინი A-ს შემცველობის პროდუქტები
A ვიტამინის სიჭარბე იწვევს თმის გათხელებას, ის შედის კვერცხის გულში, ღვიძლში, კარაქში, ცხიმიან ყველში. თუმცა მისი დიდი დოზა ხშირად ხდება საკვები დანამატებისა და A ვიტამინის შემცველი კოსმეტიკის გამოყენებისას.
7. შემწვარი და ცხიმიანი საკვები
მათი ხშირი გამოყენება იწვევს კანის ცხიმის ჭარბად გამომუშავებას, შედეგად, თავის კანის ფორების დახშობას და თმის ფოლიკულების ზომის შემცირებას. ეს ადასტურებს, რომ ცხიმიანი კანის პრობლემა მხოლოდ კარგი შამპუნით არ წყდება.
პროდუქტები, რომლებიც ჰიდროგენიზებულ ცხიმებს შეიცავს, ასევე ზრდის დეჰიდროტესტოსტერონის დონეს, რაც იწვევს თმის ცვენას. ამიტომ სპრედი, ჩიფსები, მაიონეზი, კეტჩუპი, ნახევარფაბრიკატები, ბურბუშელა და მსგავსი პროდუქტები უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.
თმის ზრდისთვის სასარგებლო პროდუქტები ნებისმიერ ტაბლეტსა და ნემსს შეცვლის, რადგან ბუნებრივი ყოველთვის სჯობს ქიმიურს ან ხელოვნურად მიღებულ ბიოსტიმულატორებს