როგორ მოვხიბლოთ პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ამბობენ: “ამქვეყნად ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს”. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს სადღაც ის ერთადერთი მეორე ნახევარი, რომელიც მას იღებს ისეთს, როგორიც არის ის სინამდვილეში.

ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპად იყოფიან. შესაბამისად, მიწის სტიქიის ნიშნებს თავიანთი მსგავსი მიწისავე სტიქიის წარმომადგენლები შეიძლება მოეწონოთ, ცეცხლოვანებს კი – ჰაერის ან ცეცხლის ნიშნები.

მოკლედ, მსგავსი პოულობს მსგავსს, როგორც წესი. დღეს გვინდა გესაუბროთ იმაზე, თუ ვის შეიძლება შეუყვარდეთ თავდავიწყებით ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე და ვისთან იპოვით მარტივად საერთო ენას.

ვერ­ძის ბავ­შვუ­რო­ბით, ოპ­ტი­მიზ­მი­თა და დი­ნა­მი­კუ­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა მშვილ­დო­სა­ნი მო­ი­ხიბ­ლოს მო­მენ­ტა­ლუ­რად.

კუ­როს გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბა, სიმ­შვი­დე და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი თხის რქას მა­ლე­ვე და­ახ­ვევს თავ­ბრუს.

ტყუ­პის სის­ხარ­ტი­თა და მო­უს­ვენ­რო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ფრთო­ვან­დე­ბა მერ­წყუ­ლი.

კირჩხი­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა და სენ­ტი­მენ­ტე­ბი უსი­ტყვოდ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს მო­რი­ელ­მა.

ლო­მის ამა­ყი ხა­სი­ა­თი და დიდსუ­ლოვ­ნე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა სას­წორს.

ქალ­წუ­ლის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი და სა­ი­მე­დო­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ჩენს სიმ­პა­თი­ას კუ­როს.

სას­წო­რის თვა­ლის­მომჭრელ ღი­მილს და ელე­გან­ტუ­რო­ბას გვერდს გულ­გრი­ლად ვერ აუვ­ლის ტყუ­პი.

მო­რი­ე­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი შარ­მი­სა და ქა­რიზ­მის წი­ნა­შე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უძ­ლუ­რია ვერ­ძი.

მშვილ­დოს­ნის თავ­ქა­რი­ა­ნი ხა­სი­ა­თი და ოპ­ტი­მიზ­მი უცებ და­ა­ტყვე­ვებს კი­ბორჩხა­ლას.

ხოლო თხის რქის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე მოკ­ლე ხან­ში მო­ხიბ­ლავს ქალ­წულს.

მერ­წყუ­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბი­თა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თით შე­იძ­ლე­ბა უმალ მო­ი­ხიბ­ლოს სას­წო­რი.

ხოლო თევ­ზე­ბის თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა და თავ­გან­წირ­ვის ნიჭი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ზი­დავს ლომს.

კომენტარები