როგორ გადავეჩვიოთ ხვრინვას და როგორ გავახაროთ ჩვენს გვერთიდ მყოფი ;) ამას ამ სტატიიდან გაიგებთ

1. დაიკელით წონაში

თუ წონაში მოიმატეთ, განსაკუთრებით, კისრის არეში, შესაძლოა თქვენი ხვრინვის მიზეზი ეს იყოს. ამ შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ წონის დაკლებით კვლავ გადაჭრათ ეს საკითხი. თუმცა მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ გამხდარი ადამიანებიც ხვრინავენ.

2. დაწექით გვერდულად

ეცადეთ გვერდებზე დაწოლას და ამით შეცვალეთ სხვა პოზიციები. ეს თქვენს ენას ხელს შეუშლის ყელის უკანა ნაწილთან შეხებაში.

3. თუ ზურგზე წევხართ, დადეთ თავი შემაღლებულად

თუ გვერდულად ვერ იძინებთ, დაწექით ზურგზე, თუმცა ასწიეთ საწოლის ის მხარე, სადაც თავი გიდევთ, რამდენიმე სანტიმეტრით. შესაძლოა ზედმეტი ბალიშის დადებამაც იმუშაოს.

4. უარი თქვით მოწევასა და ალკოჰოლზე

მოწევა და დალევა ბევრი ასპექტით არის მავნე, მათ შორის, ხვრინვის თვალსაზრისით. ისინი ადუნებს იმ კუნთებს, რომლებიც ხვრინვას იწვევს. ასევე ხელს უშლის თავისუფლად სუნთქვას.

5. იძინეთ საკმარისად

ეცადეთ არ მოიკლოთ ძილი. როცა იმაზე ნაკლები გძინავთ, ვიდრე უნდა გეძინოთ, თქვენი კუნთები დუნდება და უფრო მეტად ხვრინავთ.

6. ივარჯიშეთ სიმღერაში

ვოკალის ვარჯიშები საოცრებას ახდენს ძილთან მიმართებით. ივარჯიშეთ სიმღერაში ყოველდღე 20 წუთის განმავლობაში, ასე შეკუმშავთ ყელის კუნთებს, ეს კი დაგეხმარებათ ხვრინვის პრევენციაში.

7. გაითავისუფლეთ ცხვირის სადინარები

შეგიძლიათ ძილამდე სპრეის საშუალებით ცხვირის არხებიც გაიწმინდოთ. ცხვირის ნაზალური ლენტებიც კარგი გადაწყვეტილებაა.

8. ხშირად გამოცვალეთ ბალიში

მტვრის ტკიპები ბალიშზე იყრიან თავს და იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, რაც ხშირად ხვრინვასაც გვაწყებინებს. გამოცვალეთ თქვენი ბალიში 6 თვეში ერთხელ მაინც.

9. მიიღეთ საკმარისი სითხე

დალიეთ საკმარისი სითხე, რათა ცხვირის შიგთავსი ნაკლებად წებოვანი და დახშული იყოს. დალიეთ დღეში დაახლოებით 11-16 ჭიქა წყალი.

10. ივარჯიშეთ

ფიზიკური ვარჯიში მართლაც კარგი საშუალებაა ხვრინვის პრობლემის გადასაჭრელად. ასე თქვენი კუნთები ტონუსში მოვა და ყელის კუნთებიც უკეთ შეიკუმშება.

კომენტარები