როგორი სექსი აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

მე-12 ადგილი – ქალწული
სექსში მოაზროვნე ქალია. ზოგადად, ქალწულის ბუნებაა ასეთი, რომ ყველა საქმეში ტვინი ამუშაოს. ტვინის ხანმოკლე გათიშვაც კი, მას პანიკურ მდგომარეობაში აგდებს. გახსოვდეთ, ქალწულთან არაჩვეულებრივი სექსი არ არსებობს. შეიძლება თქვენ ისიამოვნოთ, მაგრამ მას გონებაში სულ სხვა რამ უტრიალებს.

მე-11 ადგილი – თხის რქა
კონსერვატორია სექსში. მას სექსი მხოლოდ ორი რამის გამო აქვს, გვარის გასაგრძელებლად და ჯანმრთელობისთვის.

მე-10 ადგილი – თევზები
ეგოისტი ქალია. მისგან შეუძლებელია მიიღო მგრძნობიარე სექსი. ყველა თევზი დარწმუნებულია, რომ პარტნიორი ვალდებულია მას ასიამოვნოს, თავად კი ფარფლის წვერსაც კი არ გაატოკებს სხვისი სიამოვნებისთვის. რაც მთავარია, ხომ მიგიშვა საკუთარ შესანიშნავ სხეულთან – და გეყოფათ.

მე-9 ადგილი – სასწორი
სექსშიც მეოცნებეა. სასწორი მუდმივად ოცნებობს, ყველა თემაზე შეუძლია გონებაში დაიპყროს მწვერვალები, მათ შორის სექსშიც.

მე-8 ადგილი – მერწყული
ნოვატორი მერწყული სექსში ნამდვილი სიახლეების ოსტატია. თუმცა მას ნამდვილად არ მოსწონს ხშირი კონტაქტი. მერწყულები ეკიდებიან სექსს, როგორც მოსაწყენ, მაგრამ საჭირო სამსახურს. და თუ ეს საჭიროა, მაშინ ისე არა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, ეს ხომ ისეთი მოსაწყენია! ამიტომ რაიმე ახალი უნდა მოიფიქრო. მაგალითად, სექსი ფარფლებიანი ფეხით ჰამაკში – როგორია?

მე-7 ადგილი – ვერძი
საშინლად ტერორისტია სექსში. მას დაუჯერებელი საქმეების ჩადენა შეუძლია სიამოვნების მისაღებად. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნამდვილი სექსის ოსტატები არიან. სულაც არა, უბრალოდ საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად აფასებენ.

მე-6 ადგილი – ლომი
ყველა ლომს უყვარს სექსი და გამოსდის კიდეც. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ სექსიც მეფური სურთ. ამიტომ თუ პარტნიორს სისუსტე შეატყვეს, მაშინვე ნიანგებს მიუგდებენ შესაჭმელად.

მე-5 ადგილი – ტყუპები
სექს-ოსტატი. ხიბლავენ ერთი შეხედვით, კავდებიან სექსით ფანტაზიითა და დაუოკებელი ვნებით. შემდეგ იკარგებიან – ასე დაახლოებით სამი დღით. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ეს პარტნიორს არასრულფასოვნების კომპლექსს გაუჩენს.

მე-4 ადგილი – მორიელი
მაგნიტურად იზიდავენ პარტნიორებს. მათთან სექსი ნამდვილი სიამოვნებაა. ვნებიანი, მიმზიდველი, სექსუალური მორიელი ნამდვილად სასურველი პარტნიორია ნებისმიერი ადამიანისთვის.

მე-3 ადგილი – კურო
მას ყველაფერი მშვიდი მოსწონს, მათ შორის სექსიც. როგორც წესი, კურო დიდი მონდომებით ეკიდება პროცესს და ცდილობს მაქსიმალურად ასიამოვნოს პარტნიორს. იმიტომ რომ კუროს ყველაფერი საუკეთესო სჭირდება და უკმაყოფილო პარტნიორი ლოგინში მას არ აწყობს. აუტანელი იქნებოდა, რომ კუროებს არ ჰქონოდათ შესანიშნავი სექსუალური ინტუიცია: მათ როგორღაც ყოველთვის იციან, რა უნდა პარტნიორს.

მე-2 ადგილი – მშვილდოსანი

ფანტაზიის უსაზღვრო მარაგი აქვს, ამიტომ მასთან სექსი ყოველთვის ახალი აღმოჩენების საშუალებას მოგცემთ. უბრალოდ, ერთი პრობლემაა, მშვილდოსანს პარტნიორების ხშირი ცვლა მოსწონს.

1-ლი ადგილი – კირჩხიბი

სექსის გურუ და ოსტატია. პარტნიორი კარგად გრძნობს თავს – კირჩხიბიც კარგად გრძნობს თავს, სხვანაირად არ გამოსდით. კირჩხიბები მსოფლიოში საუკეთესო საყვარლები არიან და მათ ამის შესახებ იციან.

კომენტარები