ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკათან ჯობს მეგობრობა და რომელთან რომანის გაბმა

ქალები მიიჩნევენ რომ, მამაკაცთან მეგობრობა აბსურდია. მაგრამ დამეთანხმებით რომ მთლად ასეც არაა საქმე. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გავლენის ქვეშ დაბადებული მამაკაცი გაცილებით კომფორტულია მეგობრად ვიდრე მეუღლედ ან მეორე ნახევრად. მაშ ასე, დღეს ვისაუბრებთ ვისთან ჯობია მეგობრობა და ვისთან რომანის გაბმა.

მოკლედ, კარგ მეგობრად ისეთი ვინმე უნდა გყავდეთ რომელთანაც მხიარულად გაატარებთ დროს, ასევე უნდა იყოს ინტელექტუალური, სასურველია მამაკაცი სასწორი, ტყუპი, თევზები, მერწყული ან მშვილდოსანი შეარჩიოთ.. სასწორს დახვეწილი გემოვნება აქვს, ხანდახან შეგიძლიათ შოპინგზე გაიყოლოთ ხოლმე, ტყუპი და მერწყული ერუდიციით გამოირჩევიან, მშვილდოსანი კარგი მეგზურია, ხოლო თევზები საუკეტესო მესაიდულმენი, პირადი ფსიქოლოგი და მრჩეველი იქნება.

მხურვალე რომანის გასაჩაღებლად კი მორიელი, ვერძი ან ლომი ეძებეთ – ისინი დაუჯერებელ შთაბეჭდილებებს გაჩუქებენ, როგორც სექსუალური თვალსაზრისით, ასევე რომანტიულსაც. მორიელს სექსში ვერავინ გაეჯიბრება, ლომი არისტოკრატიული და რაინდულია, ვერძი კი დაუვიწყარი თავგადასავლების მოყვარული, ასე რომ მოწყენისთვის ვერასოდეს მოიცლით.

ოჯახის შექმნა თუ გსურთ, არჩევანი თხის რქისკუროს, კუროს, ქალწულის ან კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ მამაკაცზე აჯობებს რომ შეაჩეროთ. თხის რქა სტაბილურობას შეგმატებთ, კურო ერთგული იქნება. ქალწული მატერიალურად უზრუნველგყოფთ, ხოლო კირჩხიბი მზრუნველობას დაგანახვებთ.

კომენტარები