დამეთანხმებით, ალბათ, რომ კარგი მეგობრობა ყველას არ შეუძლია და იყო ჭეშმარიტად კარგი მეგობარი, ესეც თავისებური ნიჭია, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან – არა.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული თვისებები ამ მხრივ. შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ სამ ყველაზე საუკეთესო მეგობარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ლომი – ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო. ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ, თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყვეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.
მორიელი – მეგობრების შერჩევის საკითხს ეს ადამიანი უზომოდ დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ეკიდება. ამიტომ თუ კარგად არ “დატესტა” ერთგულებაზე ისეთს, არც მისი და მისი ახლობლების სიახლოვეს არასოდეს გააჭაჭანებს. მორიელი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ მეგობრებსაც ისე აღიქვამს როგორც საკუთრებას. მას არ მოეწონება, თუკი მეგობარი ცოტა დროს დაუთმობს ან ზერელედ მოეკიდება მის პრობლემებს. სამაგიეროდ, იმავე სიტუაციაში თავად მაქსიმუმს გაიღებს თქვენთვის. მორიელები არასოდეს ივიწყებენ არაფერს. ამიტომ ჩადენილ სიკეთეს და ბოროტებას, ზუსტი ექვივალენტური ოდენობით უბრუნებენ უკან ადრესატს. შესაბამისად, სასურველია, თუნდაც მეგობრის სტატუსით მასთან არაფერი შეგეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ნეგატიურ მხარეს აუცილებლად დაინახავთ… და მერწმუნეთ, ეს სრულებით არ მოგეწონებათ!