top 3 საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დამეთანხმებით, ალბათ, რომ კარგი მეგობრობა ყველას არ შეუძლია და იყო ჭეშმარიტად კარგი მეგობარი, ესეც თავისებური ნიჭია, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან – არა.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული თვისებები ამ მხრივ. შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ სამ ყველაზე საუკეთესო მეგობარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ლომი – ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო. ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ, თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყვეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.

მშვილ­დო­სა­ნი – ეს ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად მე­გობ­რე­ბის­თვის ცო­ცხლობს. მშვილ­დოს­ნე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის, ხა­ლი­სი­სა და იუ­მო­რის აუ­რას ას­ხი­ვე­ბენ ყველ­გან. რა გა­საკ­ვი­რია, რომ მათ­კენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის მი­ილ­ტვი­ან, – პო­ზი­ტი­უ­რი ინ­დი­ვი­დის გვერ­დით ყოფ­ნა ხომ ყვე­ლას უნდა. ამი­ტო­მაც არის, რომ მშვილ­დოს­ნებს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ში. ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თვე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა მათ მე­გო­ბარს რა­ი­მე გა­სა­ჭი­რი ად­გას. ამას­თან ერ­თად, ამ დროს შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­ა­ზა­რა­ლონ. როცა მე­გო­ბარს სჭირ­დე­ბა მშვილ­დო­სა­ნი არა­სო­დეს და­ი­ხევს უკან. იგი იშ­ვი­ა­თი სი­ა­ლა­ლით და პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად პირ­ფე­რობს მე­გობ­რებ­თან და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს (თუმც კი ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწა­რედ) სი­მარ­თლე და რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ნახ­ვოს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს.
 
მო­რი­ე­ლი – მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს ეს ადა­მი­ა­ნი უზო­მოდ დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და მონ­დო­მე­ბით ეკი­დე­ბა. ამი­ტომ თუ კარ­გად არ “და­ტეს­ტა” ერ­თგუ­ლე­ბა­ზე ისეთს, არც მისი და მისი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს არა­სო­დეს გა­ა­ჭა­ჭა­ნებს. მო­რი­ე­ლი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რეა, ამი­ტომ მე­გობ­რებ­საც ისე აღიქ­ვამს რო­გორც სა­კუთ­რე­ბას. მას არ მო­ე­წო­ნე­ბა, თუკი მე­გო­ბა­რი ცოტა დროს და­უთ­მობს ან ზე­რე­ლედ მო­ე­კი­დე­ბა მის პრობ­ლე­მებს. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვად მაქ­სი­მუმს გა­ი­ღებს თქვენ­თვის. მო­რი­ე­ლე­ბი არა­სო­დეს ივი­წყე­ბენ არა­ფერს. ამი­ტომ ჩა­დე­ნილ სი­კე­თეს და ბო­რო­ტე­ბას, ზუს­ტი ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი ოდე­ნო­ბით უბ­რუ­ნე­ბენ უკან ად­რე­სატს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სურ­ვე­ლია, თუნ­დაც მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მას­თან არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­რი­ე­ლის ნე­გა­ტი­ურ მხა­რეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნა­ხავთ… და მერ­წმუ­ნეთ, ეს სრუ­ლე­ბით არ მო­გე­წო­ნე­ბათ!
 
 
კომენტარები