12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს შეცდომების გამოსწორების არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ. ძალიან წარმატებული დღეა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თქვენ შეძლებთ მომგებიანი შენაძენის გაკეთებას ან ვალების გასტუმრებას. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისათვის, რათა აღიდგინოთ ენერგია და იმუნიტეტი.
თხის რქა. გინდათ, რომ ცხოვრება თქვენს გარშემო ჩქარი ტემპით ვითარდებოდეს, რომ ადამიანები ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ, რომ ყველაფერი გამაოგნებლად ლამაზი იყოს. სურვილი, თავის მხრივ, ცუდი არ არის, მაგრამ ამაზე უნდა იზრუნოთ კიდეც. და ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს.
მერწყული. ნურავის მოუყვებით თქვენს გეგმებზე, იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ზოგჯერ საიდუმლოდაც კი – და მაშინ ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. ყურადღება მიაქციეთ საკვებ პროდუქტებს – მოსალოდნელია ძლიერი მოწამვლა. ასევე ერიდეთ ალკოჰოლს.
თევზები. ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ გაიგონ მიზეზი თქვენი რისხვის და აგრესიის წარმოშობისა. გარშემომყოფები თქვენს განწყობას მარტო სიტყვებით კი არა, ინტონაციით და მანერებითაც მიხვდებიან. იყავით თავშეკავებული.
შემოგვიერთდით ჩვენს FACEBOOK გვერდზე:  LINK

კომენტარები