მეხსიერების ამ ხრიკის გამოყენებით აღარასოდეს დაგავიწყდებათ ახლადგაცნობილის სახელი

ხალხს უყვარს, როდესაც მათ სახელებს ადვილად იმახსოვრებენ!
სახელების დამახსოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ალბათ, ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ახლადგაცნობილი ადამიანის სახელი დაგვავიწყდა.
შეიძლება სახელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ სხვისთვის ეს უბრალოდ სხვა სიტყვაა, რომლის დამახსოვრებაც არაა მარტივი.
იმისთვის რომ დავიმახსოვროთ, უნდა მოვახდონოთ  ადამანის სახელის  ასოცირება რაიმე  სურათთან.  მაგალითად, თუ  პიროვნებას ქვია ლიზა მის სახელს  გონებაში უნდა   დაუკავშიროთ მონალიზას სურათი და ა.შ.   თუ ამას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე გააკეთებთ,   დაახლოებით  100 -150 სახელთან  დაკავშირებული  სურათის ბაზას შეიქმნით გონებაში  და ადვილად შეძლებთ,  თუნდაც ერთი თვის წინ  გაცნობილი  ადამიანის სახელის  გახსენებას.
ეს მეთოდი მხოლოდ სახელების დამახსოვრებისთვის არ გამოგადგებათ. ბევრი სტუდენტი მიმართავს ამ მეთოდს გამოცდის საკითხების დასამახსოვრებლად.

კომენტარები