10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს არ გარგებთ მოდუნება, მაშინაც კი, თუ მყარად დგახართ მიწაზე. შესაძლოა რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. მაგრამ საკუთარი ინტუიციის იმედი გქონდეთ. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს, – მოსალოდნელია მოწამვლა.
კურო. მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ თავს ხელში აიყვანთ და ფხიზელი გონებით შეაფასებთ სიტუაციას, შეძლებთ უბედურების თავიდან აცილებას. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან მიმართებაში, – არ გაასესხოთ და არც ვალი აიღოთ.
ტყუპები. ჰოროსკოპი გირჩევთ დაურეკოთ ახლო მეგობარს და დაპატიჟოთ ვახშმად რესტორანში. დღეისთვის დაგეგმილი ყველა საქმე 100%-ით შესრულდება. საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. მას ეს ძალიან სჭირდება.
კირჩხიბი. კარგი დღეა სხვადასხვა წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას სრულად შეძლებთ. სხეული გონებას ემორჩილება. ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებული აღმოჩნდება, სექსს კი თქვენთვის სამკურნალო თვისებები ექნება.
ლომი. თავს ენერგიულად იგრძნობთ. არ ღირს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება ან იმპულსური მოქმედებები. ეს გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანთ. მამაკაცი ლომებისათვის არასასურველია ამ დღეს რომანტიკული თავგადასავლების ძიება, რადგან ამას გაგრძელება არ ექნება. მანდილოსანი ლომებისთვის კი არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ უკეთ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.
ქალწული. ძალიან არახელსაყრელი დღეა განსაკუთრებით მამაკაცი ქალწულებისთვის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ძალიან გაუარესდეს. არ ღირს სერიოზული შენაძენის გაკეთება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მანდილოსანი ლომებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანიკული თავგადასავალი.
სასწორი. ფულს ყოველთვის როდი შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. მის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მაინც… ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლაში სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. როდესაც დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას უკვე ვეღარ გადააბავთ და დიდი ფულითაც ვერ იყიდით.
მორიელი. ეს დღე დაძაბული და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე იქნება. შესაძლოა მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რაც გაიძულებთ საკუთარი ქცევები გაიაზროთ და შეცვალოთ კიდეც სამოქმედო გეგმები სამსახურში. ამასთანავე, თუ დღეს საქმიანი გარიგების გაფორმებას შეძლებთ, ის მოგებიანი იქნება.
მშვილდოსანი. “გიყვარდეს მოყვასი შენი!” – ესაა თქვენთვის დღევანდელი დღის დევიზი და ცხოვრების წესი. თუ ამას შეასრულებთ, საღამოს ჯილდოსაც მიიღებთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და მხედველობას.
თხის რქა. არიან ადამიანები, ვის სულშიც მზე ბუდობს. მისი სხივები ჩანს მათ თვალებში, ღიმილში, საქმეში. როდესაც ასეთი ადამიანების გვერდით ხართ, სითბოს გრძნობთ, მაშინც კი თუ ფანჯრებს მიღმა სიცივეა. შეეცადეთ ამ ადამიანებთან ახლოს იყოთ. ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან და გაგათბობენ.
მერწყული. დღეს შედეგებს აქტიური მოქმედებები მოგიტანთ. მოიშორეთ ყველა ეჭვი და მთელი ძალები დასახული მიზნის განხორციელებას მოახმარეთ. თამამად შეგიძლიათ ახალ საქმეს შეუდგეთ დ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და სუფთა ჰაერზე სეირნობისათვის.
თევზები. შესაფერისი დღეა თამამი და გადამწყვეტი მოქმედებებისათვის. შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი, მოახდინოთ გარღვევა მიმდინარე საქმეებში, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. ყოველი თქვენგანი მიიღებს თავის შანსს ცოვრების გასაუმჯობესებლად. მთავარია, დაიჭიროთ მომენტი და სრულად მოახდინოთ მოცემული შესაძლებლობების რეალიზება.

კომენტარები