11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს აუცილებელია მერე ნახევარისაგან თავი შორს დაიჭიროთ, რადგან შავი ხიზილალაც კი ზოგჯერ მოსაწყენია.

კურო. იდეალური დღეა სასაუბროდ. დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია, გაიზიარეთ ცოდნა. მოყევით თქვენს განცდებზე, მაგრამ ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. კარგ ეფექტს მოგცემთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, სუნთქვის ვარჯიშები, საუნა და არომათერაპია. თმებს კი ნურც შეიჭრით და ნურც შეიღებავთ.

ტყუპები. შესაძლოა ძალიან პერსპექტიული საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ ნუ იჩქარებთ დათანხმებას სანამ დეტალურად არ მოიფიქრებთ ყველაფერს. ძირითად სამუშაო ადგილას კარგ შედეგებს მიაღწევთ. საღამოს მეგობრებთან ერთად დასვენება მოიწყვეთ.

კირჩხიბი. დღეს ენერგიის გადახარჯვა გელით. დაზოგეთ ენერგია და ტყუილად ნუ დახარჯავთ მას. ერიდეთ კონფლიქტებს. დღეს თუ ვინმესთან იჩხუბებთ,  შერიგება დიდხანს არ მოხდება. ასევე არ არის სასურველი გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა უნდა გამოიჩინოთ ფინანსური საკითხების მიმართ.

ლომი. დღეს ვერ შეძლებთ თანამშრომლობისა და საქმიანი პარტნიორობის გარეშე ფონს გასვლას. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც კოლექტიური შრომა მაქსიმალურად პროუქტიულს ხდის და მინიმალური დროისა და ენერგიის ხარჯზეც აგვარებს.

ქალწული. დღეს თანამშრომლები შეეცდებიან თქვენი უარყოფითი მხარის წარმოჩენას ხელმძღვანელებთან. იყავით ამისათვის მზად. ბოლოს და ბოლოს, ამას ხომ ვერ შეეგუებით.

სასწორი. ზოგიერთ თქვენგანს დღეს ცვლილებები ელის მატერიალური თვალსაზრისით. პროექტი, რომელსაც დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებდით, შემოსავლის მოტანას დაიწყებს. წარმატებული პეროდია მათთვის, ვისაც სამსახურის შეცვლა ჰქონდა განზრახული და სრულებით არახელსაყრელია პერიოდია მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს. არ ღირს რისკის შემცველი საქმიანობა და ავანტიურებში მონაწილეობა.

მორიელი. დღეს ბევრი საუბრები გელით. ზოგიერთი თქვენგანი პოლიტიკით დაკავებას გადაწყვეტთ და შეეცდებით თანამოაზრეების შემოკრებას, რომლებიც ღირსეულად დაუჭერენ მხარს თქვენს წამოწყებას. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზები და ბედის საჩუქრებია მოსალოდნელი.

მშვილდოსანი. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის  მანძილზე ვერ იხსენებდით. ის უამრავ თქვენთვის სასიხარულო ახალ ამბავს მოგიტანთ.

თხის რქა. იმისათვის, რომ მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდეთ, უბრალოდ წერტილი უნდა დასვათ. დასკვნების გაკეთება და იმის დავიწყებაა საჭირო, რაც აქამდე იყო. რაც უფრო სწრაფად გადაფურცლავთ ახალ გვერდს, მით უფრო მარტივი იქნება სუფთა ფურცლიდან დაწყება.

მერწყული. ცხოვრებას სიურპრიზების მოტანა უყვარს და ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოების. ესეც ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ და ემოციებს გააკონტროლებთ, ეს დღე ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ჩაივლის. ზომიერება გამოიჩინეთ საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისას. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.

თევზები. თქვენ გინდათ, რომ ცხოვრება გარშემო დიდი სისწრაფით მიქროდეს… რომ ერთიმეორის მიყოლებით ცვლიდნენ ერეთმანეთს ადამიანები… რომ ყველაფერი განუმეორებლად ლამაზი იყოს… სურვილი, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ ამისთვის გარჯაც საჭიროა. და ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს.

კომენტარები