12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ლომი. დღეს საკუთარი სურიერი და ფიზიური ჯანმრთელობისათვის იზრუნეთ. ფიზიკური ვარჯიში და კოსმეტიკური სალონი დღის საუკეთესო დასაწყისი იქნება. შემდეგ განმარტოვდით და დაფიქრდით განვლილ დღეებზე, მიიღეთ გაკვეთილი შეცდომებისაგან. ასევე კარგია ამ დღეს სწორი დიეტის ან შიმშილობის დაწყება. საღამოც მარტომ გაატარეთ.
ქალწული. არახელსაყრელი დღე ელით განსაკუთრებით მანდილოსან ქალწულებს. დღეს გაკეთებული შენაძენი, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. გირჩევთ თავი შეიკავოთ ხმაურიანი შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მამაკაცი ქალწულებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული გატაცებაც კი, რაც მომავალში მხოლოდ ზედმეტ თავსატეხსა და სანერვიულოს მოგიტანთ.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს კომერციულ ოპერაციებში ცოტაოდენი მოგება გელით. სავარაუდოდ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ შეეცადეთ ზედმიწევნით გადაამოწმოთ ინფორმაცია, რადგანაც შესაძლებელია სიცრუის მსხვერპლი გახდეთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნება ან პროფესიულ სფეროში შეცდომების დაშვება გელით. ასევე მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირეოდენი პრობლემები.
მორიელი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, მარტივად გამოგივათ. შესაძლებელია თანამშრომლებს თქვენი შურთ და ამიტომაც გიჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარში, უმჯობესია, განმარტოვდეთ. საღამო სახლში გაატარეთ ტელევიზორთან ან წიგნით ხელში.
სტატიის გაგრძელება: LINK
შემოგვიერთდით ჩვენს FACEBOOK გვერდზე:  LINK

კომენტარები