ვერძი. შესაფერისი დღეა არა აურზაურისა და კომუნიკაციისთვის, არამედ რაიმეს შექმნისა და ფიქრისათვის. მეგობრებსა და ნაცნობებს მოუნდებათ დაგეხმარონ სასურველი მიზნის მიღწევაში. მიიღეთ მათი რჩევები მადლიერებით. საღამოს არ ღირს პაემანის დანიშვნა, ის წარუმატებლად ჩაივლის.
კურო. კარგი დღეა სხვადასხვა სახის წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება და ამასთან ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებულად ჩაივლის. სექსი კი გამაჯანსაღებლად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
ტყუპები. შესაფერისი დღეა სამედიცინო გამოკვლევებისათვის. ამ დღეს მთლიანად მიუძღვენით თავი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
კირჩხიბი. კარგი დღეა დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. მაგრამ სანამ ნაბიჯებს გადადგამთ, შეეცადეთ კარგად მოიფიქროთ ყველა დეტალი. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული. უმჯობესია დაგეგმილად და მშვიდად შეუდგეთ თქვენს საქმეს, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომდგენელს სიურპრიზი გელით: მოსალოდნელია ხელის თხოვნა იმ ადამიანისგან ვისაც დიდი ხანია მოსწონხართ.
ლომი. თუ ამ დღეს საქმიან მივლინებაში გამგზავრება გქონდათ გადაწყვეტილი, უმჯობესია ის გადადოთ. არ ღირს არანაირი კაპიტალდაბანდება, ასევე საკუთარი ბიზნესის გაფართოვების წამოწყება. არსებობს ალბათობა მოულოდნელი არასასიამოვნო ამბის გაგებისა. თქვენ იგრძნობთ, რომ შინაგანი ენერგია არ გყოფნით წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები.
ქალწული. დღეს საინტერესო და მომგებიანი წინადადებები გელით, მაგრამ ნუ იჩქარებთ დათანხმებას სანამ ყველაფერს არ აწონ-დაწონით და მოიფიქრებთ. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ამიტომ მზად იყავით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეცვალოთ გეგმები.
სასწორი. დღევანდელი დღე სირთულეებსა და აურზაურს მოგიტანთ. შეეცადეთ მშვიდად მოახდინოთ რეაგირება ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. მოსალოდნელია ძველი მეგობრისგან შეტყობინების მიღება, რომელსაც თქვენი დახმარება დასჭირდება. შეეცადეთ ის არ გააწბილოთ. ხელსაყრელი დღეა სპორტით დაკავების ან ნებისმიერი სახის ფიზიკური შრომისთვის.
მორიელი. დღეს ბევრი ძალისხმევა მოგეთხოვებათ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. თავი ხელში უნდა აიყვანოთ და აკონტროლოთ საკუთარი საქციელი თუ სათქმელი. ერთი მარცხიც და სიტუაციას უკვე ვეღარ გამოასწორებთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას კამათში, ნუ მოაწერთ ხელს მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს, რადგან მათ წარუმატებლობა ელით.
მშვილდოსანი. ენერგიით, ინიციატივის სურვილითა და შეუპოვრობით იქნებით აღსავსე. სამსახურში უფრო შესამჩნევი გახდებით, თანამშრომლებთან ურთიერთობები კი მეტად გულწრფელი და გახსნილი გახდება. ეს დღე მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, პაემანი და ფინანსური შემოსავალი.
თხის რქა. დღეს თანამშრომლები შეეცდებიან უფროსებთან ცუდად წარმოგაჩინონ. ამისათვის მზად იყავით. ბოლოს და ბოლოს, ასეთ რამეს ხომ ვერ შეეგუებით.
მერწყული. ერთ-ერთი ყველაზე საშიში და რთული დღეა. ორიენტაცია უნდა მოახდინოთ მთავარზე, წვრილმანებზე კი არც ღირს ნერვიულობა. მოგიწევთ პრობლემების მოგვარება და შეცდომების გამოსწორება პროფესიულ საქმიანობაში. უმჯობესია ფიზიკურ დატვირთვაზე უარი თქვათ. არაა გამორიცხული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებები: ხანძარი, ძარცვა ან დაზიანება.
თევზები. სახლის საქმეებით დაკავებისა და ოჯახისათვის ყურადღების დათმობის დროა. ბავშვების აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგებით მოგვარდება. არ ღირს აგრესიის გამოვლენა და კამათში მონაწილეობა. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.