17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს თქვენს სულსა და გულში განსაკუთრებული ატმოსფერო გამეფდება. რაც დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში, რასაც ბედი გიმზადებთ. ეს თქვენთვის ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ ღამით დასიზმრებული სიზმარი ასრულებადია და ერთ კვირაშ აგისრულდებათ.

კურო. თქვენ მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ. ამ ფაქტით თავადაც კი იქნებით გაოცებული. მხოლოს სამუშაო დღის ბოლოს მიხვდებით რაც ხდება. გქონდეთ სიურპრიზების იმედი, – მათ შორის სასიამოვნო სიურპრიზებისაც.

ტყუპები. ფული ყოველთვის ვერ აბედნიერებს ადამიანს. მის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც. ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ გადაგავიწყდათ თქვენთვის ახლობელი ადამიანები. როდესაც მათთან დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას უკვე ვეღარ გადააბავთ და ყველაზე დიდი ფულითაც ვერ იყიდით.

კირჩხიბი. კირჩხიბებს ამ დღეს ელოდებათ როგორც საქმიანი მივლინება, ასევე სამსახურეობრივი კონტაქტები. ზოგიეერთი ამ ნიშNის წრომადგენელი მშვენიერ დროს გაატარებს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან, რაც დიდხანს სამახსოვროდ დაგრჩებათ. სამსახურში სასიკეთო, პატარ-პატარა ცვლილებები გელით.

ლომი. პროფესიული საქმიანობის სფეროში ეს მძიმე დღე იქნება. რადგან მოსალოდნელია შეცდომები და სხვადასხვა სახის გაუგებრობები. ყოველი თქვენ ურთიერთობა მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან თუ პარტნიორებთან, გამოცდას გაივლის სიმყარეზე. არ ღირს ახალი პროექტების წამოწყება და მოლაპარაკებების წარმოება. ამან შესაძლოა ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. თუ პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დაგიგროვდათ, დაუყოვნებლივ მოაგვარეთ ისინი.

ქალწული. დღის პირველ ნახევარში თქვენ ყველაფერში წარმატებები გდევთ თან. დღეს თქვენ შეძლებთ ფრთები შეასხათ ყველა იდეასა და გეგმას არა მარტო სამსახურეობრივ, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ორგანიზმის თავდაცვითი სისტემა ამ დღეს გაუმჯობესებული გექნებათ. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. არ გაუშვათ ხელიდან შანსი!

სასწორი. ნუ წუწუნებთ ცხოვრებაზე. ამაში არავინაა დამნაშავე. ცუდი განწყობით თქვენ კარგს ვერაფერს მიაღწევთ სამომავლოდ. უმჯობესია იფიქროთ რაღაც კარგზე, ხშირად გაიღიმოთ და გჯეროდეთ, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სხვაგვარად ხდება.

მორიელი. შესაძლოა დღის ნეგატიურმა ტენდენციამ უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობასა და ქცევებზე. შეეცადეთ ერიდოთ დღეს კონფლიქტებს, განსაკუთრებით თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში და ისინი ტყუიან. ამ დღეს ზგიერთმა მორიელმა, შესაძლოა, დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოს. მაგრამ თუნდაც ერთი საწინააღმდეგო მოსაზრება თუ გაგაჩნიათ მასზე, უმჯობესია მაშინვე უარი თქვათ. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ წინასწარ დაგეგმილი გეგმის შესრულებაში.

მშვილდოსანი. პროფესიული საქმიანობის სფეროში მშვილდოსნებს ძალიან მძიმე დღე ელით. დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. შესაძლოა სწორედ დღეს თქვენ არასწორი ინფორმაცია მიიღოთ. ასევე სიფრთხილე გმართებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ერიდეთ მძმე საკვებსა და ალკოჰოლუს სასმელებს, ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

თხის რქა. გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა დღეს მოხდეს, ვერ გაგიფუჭებთ განწყობას. დღე მთლიანობაში წარმატებული იქნება და მრავალი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ როგორც სამსახურეობრივ, ასევე პირად ცხოვრებაში. ზოგიერთ თხის რქას ელის სასიამოვნო  ნაცნობობა და ცოტაოდენი დამატებითი შემოსავალი.

მერწყული. დღევანდელი დღე მერწყულებს მოულოდნელ ცვლილებებს მოუტანს. თქვენ შესაძლოა სიტუაციის მფლობელი იყოთ, ან პირიქით თქვენს გარშემომყოფ ადამიანებზე დამოკიდებული გახდეთ. დღის პირველ ნახევარში თქვენი გრაფიკი ძალიან გადატვირთული იქნება. მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რაზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ ერიდოთ კოონფლიქტებს სახლშიც და სამსახურშიც.

თევზები. შეეცადეთ ამ დღეს რისკთან დაკავშირებულ საქმიანობას არ გაეკაროთ, ასევე ერიდეთ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას. ფასეული და გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს ძველი მეგობრებისა და ნათესავებისაგან ამ დღეს მირებული რჩევები. ნუ აწარმოებთ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებებს, მათ შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. გაატარეთ დღევანდელი დღე ოჯახურ წრეში და მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

კომენტარები