19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს მშვიდი და ზომიერი ცხოვრების წესი უნდა შეინარჩუნოთ. ნუ ინერვიულებთ ტყუილად, ნუ მოცდებით წვრილმანებზე და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ძველი კი აუცილებლად დაასრულეთ. უმჯობესია თავი შეიკავოთ შეხვედრების, პაემნებისა და გასეირნებისაგან. საღამო მარტო გაატარეთ.

კურო. ამ დღეს ძალიან გჭირდებათ მოდუნება და დასვენება. თუ ამ დღეს მუშაობთ, გამონახეთ დრო უბრალოდ ზარმაცობისთვის. წამოწექით დივანზე და უყურეთ ტელევიზორს. კარგი იქნება თუ საღამოს სახლიდან არ გახვალთ.

ტყუპები. წარმატებული, მაგრამ დამღლელი დღე გელით. აქტუალური იქნება დატვირთვის განსაზღვრის საკითხი. კარგი დროა სასიამოვნო სიურპრიზებისა და საჩუქრების საძებნელად. ახლობელი ადამიანები ამას დაგიფასებენ და ვალშიც არ დაგრჩებიან.

კირჩხიბი. შემოქმედებითი აქტივობის მოძალებას იგრძნობთ, რაც ძალიან იმოქმედებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, კარიერასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე. თუ შეძლებთ საკუთარი ნიჭი და სესაძლებლობები საყვარელ საქმეს მოახმაროთ, ეს ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ. რაღაც არაჩვეულებრივის შექმნის ალბათობა არსებობს. ამ დღეს პირადი ბედნიერებაც გელით. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ შანსი.

ლომი. ეს დღე კარგი გამოძინებისა და საოჯახო ვალდებულებების აუჩქარებლად შესრულებისთვისაა ზედგამოჭრილი.

ქალწული. ვარსკვლლავები გირჩევენ, ამ დღეს არ დაჯდეთ სახლში და რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, რადგან არსებობს შანსი, რომ სწორედ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ.

სასწორი. ბევრ თქვენგანს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. ერიდეთ უძრავი ქონების შეძენას ან სახლში რემონტის წამოწყებას. დღეს უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანრთელობას, რადგან ძველი დაავადების გამწვავების საშიშროება არსებობს. ნუ გასცემთ სესხს, – სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

მორიელი. ემოციურად ნეიტრალური დღე გელით. მთლიანობაში კმაყოფილი დარჩებით დღევანდელი მოვლენებით. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი საუბრების სურვილი, როგორც გუნდში, ასევე სახლში. ძალიან მოგიხდებათ საღამოს გასეირნება.

მშვილდოსანი. დილიდანვე გაურკვეველი შიშები შეგიპყრობთ. დევნის მანია – ეს იმდენად სერიოზული მომენტია, რომ მისი უყურადღებობა არ შეიძლება. დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ამაზე ნერვიულობის საბაბი.

თხის რქა. მშვიდი სამუშაო დღე გელით. სამსახურში მცირეოდენი, მაგრამ პერპექტიული ცვლილებები გელით. ეს დაგეხმარებათ ყველა ადრე დაწყებული საქმის დასრულებაში. შეეცადეთ გონივრულად მიუდგეთ ყოველ პრობლემას და ერიდეთ კამათს ხელმძღვანელებთან. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა იმ თხის რქებისთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა ან დაქორწინება გსურთ.

მერწყული. დღევანდელი ჰოროსკოპი არანაირ განსკუთრებულ პრობლემას არ გიწინასწარმეტყველებთ არცერთ სფეროში. თქვენი გეგმები გასართობ მოგზაურობაზე ამ დღეს ისე წარმატებულად განხორციელდება, როგორც არასდროს. თქვენს გვერდით იქნებიან საყვარელი ადამიანები და მაგობრები.

თევზები. საღამოს თამამად შეგიძლიათ კონტაქტი დაამყაროთ უძრავი ქონების აგენტთან და იფიქროთ სადმე გადასვლაზე.

კომენტარები