22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. კარგი დღეა სხვადასხვა სახის წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების განხორციელებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთანავე ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. როანტიკული შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის, სექსი კი თქვენზე გამაჯანსაღებლად იმოქმედებს.

კურო. ეს დღე აქტიური მუშაობისთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და მიზანმიმართული იქნებით, ძალიან ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. თვეობით გაწელილი პრობლემები დღეს მარტივად და სწრაფად მოგვარდება. თუ საღამოს პაემანი გაქვთ დაგეგმილი, სავარაუდოდ მას ხელის თხოვნით დასრულება ელის.

ტყუპები. დღეს ბედის უნებლიე ტყვე აღმოჩნდებით. არაა გამორიცხული, რომ მანქანა გაგიფუჭდეთ, ან გეგმები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაგივარდეთ.

კირჩხიბი. ერიდეთ ამ დღეს ვინმესთან ურთიერთობების განხილვას. სამსახურშიც ჩუმად და მშვიდად დაიჭირეთ თავი. კონფლიქტები თავიდან აიცილეთ, – ეს დღე თქვენი არაა. დაღლილობის ფონზე ნერვული აშლილობაც არის მოსალოდნელი. ძალიან კარგი დღეა ჯგუფური დასვენებისთვის.

ლომი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. დღეს მეტი ისაუბრეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. გაისეირნეთ – დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. მოაწყვეთ ვახშამი საყვარელ ადამიანთან ერთად, ეს უფრო დაგაახლოვებთ ერთმანეთს.

ქალწული. ამ დღეს ბევრი სიხარული გელით. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, სახლში კი – სითბო და სიმყუდროვე.

სასწორი. ამ დღეს ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ნებისმიერ საქმეში გამოიჩინეთ სიფრთხილე. თუ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, პირველ რიგში კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომაგდნელი გარკვეული სახის ახალ ამბავსაც შეიტყობთ, რაც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის.

მორიელი. ამ დღემ შეიძლება ბევრი გასწავლოთ, მხოლოდ მზად იყავით მის მოსასმენად. არ ღირს ახლობელი ადამიანებისა და მეგობრების დახმარებაზე უარის თქმა. ერთად უფრო მარტივად მოაგვარებთ დაგროვილ პრობლემებს. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

მშვილდოსანი. ამ დღეს შეიძლება დახმარებისთვის მეგობრებმა ან ნათესავებმა მოგმართონ. შეეცადეთ არ გააწბილოთ ისინი. ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა და ეგოიზმს. არაა გამორიცხული იმ ადამიანებთან მეგობრობის აღდგენა, ვისაც დიდი ხანია ვერ ეწყობოდით. სავარაუდოდ, ახალი პროექტი მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა. ბევრ თქვენგანს ამ დღეს ცხოვრებით იმედგაცრუება გელით თუ მცდარ დაპირებებს დაუჯერებთ. მაგრამ არ ღირს გულთან ახლოს მიტანა და კოშკების აგება. უბრალოდ შეეცადეთ ფხიზელი გონებით შეხედოთ სინამდვილეს. რაც შეიძლება კრიტიკულად შეაფასეთ საკუთარი მოქმედებები. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან საუბრებისას.

მერწყული. საპასუხისმგებლო დავალების შესრულებისას არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. სწორედ ეს ითამაშებს მთავარ როლს თქვენს კარიერაში.

თევზები. ინტუიცია – თქვენი ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობარია. ამიტომ მისი დაჯერება უნდა ისწავლოთ, თუნდაც ამ დღეს. ნუ დაგეგმავთ ძალიან ბევრ საქმეს და ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად კეთებას – ასე გარშემომყოფებს გააცინებთ მხოლოდ.

კომენტარები