22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. შეეცადეთ სამსახურში წინათგრძნობასა და ინტუიციაზე მეტად საღ აზრს დაეყრდნოთ, თორემ ისინი დაგაღალატებენ. რომანტიკულ ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრად გექნებათ.

კურო. მთელი დღის განმავლობაში წვრილმანი უსიამოვნებები შეგემთხვევათ. ამიტომაც, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ სახლხს გარეთ. საღამოს მოსალოდნელია თავის ტკივილები და სახსრების მტვრევა. კატეგორიულად გეკრძალებათ სექსი.

ტყუპები. დღეს მოსალდნელია წარმატებები საქმიან სფეროში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ განვითარების ახალ დონეზე გაგიყვანონ. წარმატებული დღეა საკუთარი თავის შეცნობისა და განათლებისათვის. ასევე შესაფერისი დღეა მგზავრობისთვის და უფროსი თაობის ნათესავებთან სასაუბროდ.

კირჩხიბი. კარგი დღეა სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე კარგი დღეა საკუთრ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. თქვენი ემოციები თქვენთვისვე შეინახეთ.

ლომი. ლომიებისათვის ეს დღე მრავალრიცხოვანი უსიამოვნო მოულოდნელობებით იქნება სავსე. მოსალოდნელია გადასახადებთან დაკავშირებული გაუგებრობები. ამის გამო წყობილებიდან ნუ გამოხვალთ. შესაძლებელია ხვალინდელმა დღემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს.

ქალწული. დღეს შეძლებისდაგვარად დაისვენეთ გონებრივი სამუშაოსგან. დაიწყეთ რემონტი, გენერალური დალაგება, გადააადგილეთ ბინაში ავეჯი. ჩართეთ საქმეში მთელი ოჯახი. ეს დაგეხმარებათ ბავშვებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვაში და ბევრ კონფლიქტურ სიტუაციებს მოაგვარებს.

სასწორი. ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაგატყდებათ თავს. თქვენ ორჯერ მეტს შეიძენთ ვიდრე გაქვთ და ამასთან არაფერს დაკარგავთ.

მორიელი. თუ განვლილ დღეებში თქვენ სისულელეებისგან თავის შეიკავება შეძელით, ახლა შეძლებთ ახლებურად შეხედოთ მიდინარე პროცესებს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. შეეცადეთ არ უსმინოთ სხვის რჩევებს და იმოქმედეთ ისე, როგორც ინტუიცია გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ ახლობელ ადაიანებთან მრავალი გაუბებრობის თავიდან აცილებაში.

მშვილდოსანი. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენ მიზნები და მიზანმიმართულად შეუდექით მის განხორციელებას. თუ ერთ ადგილზე იჯდებით, დღის მგზნებარე ენერგია აგიტაცებთ და არარაციონალური ქმედებებისკენ გიბიძგებთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს და ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. სამომავლო გეგმებზე ნურავის უამბობთ.

თხის რქა. თხის რქებს დღეს სამუშაო ადგილის ორგანიზება მოუწევთ. მოაწესრიგეთ იქ ყველაფერი. შეიძლება ცოტაოდენი ხარჯის გაწევა და რაღაცის შეძენაც დაგჭირდეთ. წარმატებული დღეა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისთვის. კარგი იქნება თუ გაესინჯებით და საკუთარ ჯანმრთელობას გადაამოწმებთ. არ დაგავიწყდეთ სტომატოლოგის მონახულება.

მერწყული. შეეცადეთ დღეს ყველა საქმე გადადოთ და კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისთვის, რემონტისა და კეთილმოწყობის დასაწყებად. ნუ შეიძენთ ამ დღეს შინაურ ცხოველებს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრსთვის, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

თევზები. ნურავის მისცემთ უფლებას საკუთარ გეგმებს მოგაცდინონ. არ გინდათ დრამტიზება, ყველაფერი ცუდი თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ. იყავით მეგობრული. დაუთმეთ მეტი დრო მეორე ნახევარს.

კომენტარები