25 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშიში დღეა. ორიენტირება უნდა მოახდინოთ მთავარზე და წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. მოგიწევთ გადაწყვიტოთ პრობლემები და გამოასწოროთ შეცდომები პროფესიულ სფეროში. უმჯობესია ფიზიკური დატვირთვისაგან თავი შეიკავოთ. არაა გამორიცხული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებები: ხანძარი ან ძარცვა.

კურო. მზად იყავით ნებისმიერი გაერთიანებებისათვის – ერთობლივი მოქმედება უფრო მარტივია და წარმატების მეტ შანსსაც იძლევა. თუმცა, ნუ მისცემთ პარტნიორს თქვენი ინტერესების დავიწყების ან მხოლოდ საკუთარი ინტერესებით გატაცების საშუალებას.

ტყუპები. დიდი და უსიამოვნო ინფორმაციის ნაკადი შეიძლება დაგატყდეთ თავს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისათვის. დაუთმეთ მეტი ყურადღება ბავშვებს და ოჯახს.

კირჩხიბი. თვე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და უკვე დარწმუნებით იცით, რომ ფინანსები არასაკმარისია და შემდეგ ხელფასამდე არ მიგყვებათ. შემდეგ ჯერზე გონივრულად დაგეგმეთ საკუთარი მიუჯეტი ან დამატებითი შემოსავლის წყაროები მოძებნეთ.

ლომი. დღეს მოგიწევთ სასწრაფოდ გადახედოთ თქვენს ფინანსურ გეგმებს. შესაძლებელია გადააჭარბეთ შესაძლებლობები. ფრთხილად იყავით დიდი შენაძენის კრედიტით გაკეთების ან ნათესავებისგან ფულის სესხებისას. კიდევ ერთხელ ზედმიწევნით აწონ-დაწონეთ ყველაფერი. უმჯობესია საღამო სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ.

ქალწული. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, გაიაზრეთ აწმყო და იქნებ მომავალიც განჭვრიტოთ. ასევე კარგი დღეა დიეტის ან შიმშილობის დასაწყებად. ალკოჰოლი ძალიან საზიანო იქნება მცირე დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.

სასწორი. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია წარმატება. მაგრამ თუ გუნდიდან გამოყოფას ან საკუთარი მოსაზრების ჯიუტად დაცვას გადაწყვეტთ, თქვენი გეგმები და იმედები არ განხორციელდება. შესაძლოა ვარსკვლავებმა გაჩუქონ შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხნის წინ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, უმჯობესია საკუთარ გულსა და ინტუიციას მიენდოთ.

მორიელი. დაღლილობამ იმდენად დააუძლურა თქვენი ორგანიზმი, რომ ძლივს გყოფნით ძალები საარსებოდ. შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად ჩააქროთ ნეგატიური განწყობა.

მშვილდოსანი. პირად ცხოვრებაში უფრო მეტად დააფასებთ მეორე ნახევრის ერთგულებასა და სტაბილურობას. გამუდმებით მასთან ყოფნის სურვილი მთლიანად მოგიცავთ. გააოცეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით.

თხის რქა. დაივიწყეთ სამსახურეობრივი პრობლემები და მოუწყვეთ ოჯახს დღესასწაული. კარგი დღეა დიდი შენაძენისათვის. ცხოვრებით ტკბობა და სიამოვნების მიღება დღეს თქვენი დევიზი იქნება. კარგი დღეა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მოსალოდნელია უმნიშვნელო კამათი სამსახურში.

მერწყული. საკუთარი ძალების მიმართ ძლიერი იმედგაცრუება გელით. მიუხედავად იმისა, რომ დღე მთლიანობაში უსიამოვნო ფერებით იქნება გაფერადებული, შეძლებთ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგებით სარგებლობას და ბრწყინვალედ განახორციელებთ საქმიან იდეებს. მიუძღვენით დღე ოჯახს ან უბრალოდ განმარტოვდით და დაისვენეთ.

თევზები. დღეს მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს ფერხთაა. ხელსაყრელი დღეა ცოდნის მისაღებად. შეგიძლიათ მოინახულოთ კულტურული დაწესებულებები.

კომენტარები