25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ვარსკვლავები გირჩევენ ეს დღე ოჯახს მიუძღვნათ. შექმენით ოჯახური სიმყუდროვე თქვენს ბუდეში. ბოლოს და ბოლოს ის ადგილი, სადაც მოდუნებასა და დასვენებას ხართ შეჩვეული, დრო და დრო გენერალურ დალაგებას საჭიროებს ხოლმე.

კურო. თქვენი მეზობლები შეეცდებიან ცხოვრება გაგიმწარონ წვრილმანი ხულიგნობებითა და პატარ-პატარა უსიამოვნებებით. შეეცადოთ არ მიაქციოთ მათ ყურადღება. თუმცა, გასაგებია, რომ ეს არც ისე მარტივია.

ტყუპები. კარგად ოფიქრებული გეგმების რეალიზების დროა. თამამად იმოქმედეთ, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. გულწრფელი იყავით გარშემომყოფთა მიმართ. სიცრუე და ორპირობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბრები დღეს – სიყვარულზეა. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.

კირჩხიბი. შეიკავეთ აგრესია სიტყვებსა და ქცევებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დღეში მოგიწევთ დაემშვიდობოთ ახლობელ ადამიანებთან ნორმალურ ურთიერთობას. მოსალოდნელია განწყობის არასტაბილურობა. ამ დღეს წარმატებული იქნება მგზავრობა. ნათესავებთან შეხვედრები კი თქვენს ცხოვრებაში პოზიტივს შეიტანენ.

ლომი. ლომები გაიხსენებენ რა უდარდელი და ხალისიანი იყო ბავშვობა. თუ თავს ბავშური ხალისის, სიცილისა და ხუმრობის უფლებას მისცემთ, დღის განმავლობაში კარგ განტვირთვასაც მიიღებთ და მთელს ნერვულ სისტემას აღიდგენთ.

ქალწული. დღევანდელი ჰოროსკოპი ქალწულებს მშვიდ და კეთილგანწყობილ შინაგან მდომარეობას გპირდებათ. წარმატებული პერიოდია პირადი ცხოვრებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხებისთვის.

სასწორი. დღეს მოგიწევთ მოისმინოთ მორიგი “სასარგებლო” რჩევა ნათესავებისაგან. მაქსიმალურად აღიჭურვეთ მოთმინებით და ყყველაფერი კარგად იქნება. ერიდეთ კონფლიქტებს.

მორიელი. ჯანსაღი ცხოვრების წესი – აი, რა არის თქვენი დევიზი. კარგი იქნება დილის ვარჯიშით დაწყება, შემდეგ კოსმეტიკურ სალონში სტუმრობა. სამსახურში უმნიშნელო სირთულეებია მოსალოდნელი. მაგრამ თუ გონივრულად მოძებნით გამოსავალს, ყველაფერი მოგვარდება.

მშვილდოსანი. სამსახურში რთული და ცვალებადი დღე გელით. მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ, ყველაფერი მოგვარდება. გაცილებით მეტ შედეგებს მიაღწევთ სახლში. მოაწყვეთ რემონტი ან გენერალური დალაგება. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად. ისინი დიდი ზანია ამაზე ოცნებობენ.

თხის რქა. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის ანალიზისა და დასკვნების გასაკეთებლად. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებლებს, თავიდან მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისგან, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევენ. იყავით მომთმენი, გამოავლინეთ ყურადღება და თანაგრძნობა. დაიცაით კვების ვეგეტარიანული წესი.

მერწყული. ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს გამოიწვევს.

თევზები. მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ თავს ხელში აიყვანთ და ფხიზელი გონებით შეაფასებთ სიტუაციას, შესაძლოა უბედურების თავიდან აცილებაც შეძლოთ. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, – არც ისესხოთ და არც გაასესხოთ ფული.

კომენტარები