28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. კარგად მოფიქრებული გეგმების რეალიზების დროა. თამამად იმოქმედეთ, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და ორპირობა ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბარი დღეს – სიყვარულზეა. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.

კურო. დღეს თანამშრომლები შეეცდებიან ხელმძღვანელებთან ცუდი მხრიდან წარმოგაჩინონ. იყავით ამისათვის მზად. ბოლოს და ბოლოს ამას ვერ ხომ ვერ შეეგუებით.

ტყუპები. ტყუპებისათვის ეს ძალიან კრიტიკული დღეა. ამ დღის მოვლენებმა შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს არა მარტო თქვენს საქმეებზე, არამედ გრძელვდიან გეგმებზეც. განსაკუთრებული ყურადღებით ყოფნა მართებთ სახელმწიფო სამსახურში მყოფ ტყუპებს. სანამ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას შეუდგებოდეთ, აბსოლიტურად ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ. წინანდებურად მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმები, მტრებთან შეჯახება. ფიზიკური დატვირთვა უკიდურესად არასასურველია.

კირჩხიბი. დაასრულეთ ადრინდელი საქმეები და ძალიან ყურადღებით იყავით, რომ არაფერი გამოგეპაროთ. არ იზარმაცოთ და ყველაფერი გამოგივათ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკვები პროდუქტების მიმართ – მოსალოდნელია მოწამვლა, ალკოჰოლურიც კი. საღამოს გასეირნება დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და სიმხნევის მოსაკრებად.

ლომი. თვე ჯერ არ დასრულებულა და თქვენ კი უკვე დარწმუნებული ხართ, რომ ფინანსები უახლოეს ხელფასამდე არ მიგყვებათ. შემდეგისათვის უფრო რაციონალურად დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი ან შემოსავლის დამატებითი წყაროები მოძებნეთ.

ქალწული. თქვენ დღეს ბედის უნებლიე მძევალი აღმოჩნებით. არაა გამორიცხული, რომ ავტომობილი გამოვიდეს მწყობრიდან ან თქვენი გეგმები ბუნებაში დასვენებასთან დაკავშირებით, დაიმსხვრეს.

სასწორი. როდესაც სამსახურში რაღაცას თქვენს წინააღმდეგ აწყობენ, თქვენს უნარს, ნებისმიერი მდგომარეობიდან მარტივად გამოძებნოთ გამოსავალი,ისინი წყობილებიდან გამოჰყავს. დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მორიელი. იმისათვის, რომ მძიმე “ტვირთს” დააღწიოთ თავი, უბრალოდ საკუთარ თავს უთხარით: “ვსვავ წერტილს!” თქვენთვის საჭიროა გააკეთოთ დასკვნები და დაივიწყოთ რაც იყო. რაც უფრო სწრაფად გადაშლით “ფურცელს”, მით უფრო მარტივად შეძლებთ დაიწყოთ ყველაფერი “სუფთა ფურცლიდან”.

მშვილდოსანი. დაფიქრდით არის თუ არა ყველა თანამშრომელი მზად დახმარების გასაწევად და საქმეში მონაწილეობის მისაღებად. გამოიჩნეთ დაკვირვებულობა, ზოგჯერ მორიგი “სასარგებლო რჩევის” მიღმა მოშურნეებისა და კონკურენტების ხრიკები იმალება.

თხის რქა. კარგი დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისათვის. წადით დაჩაზე და დაკავდით ფიზიკური შრომით – ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ ემოციურად და სულიერად. სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალიან გარგებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ხელსაყრელი პერიოდია ჩასახვისათვის.

მერწყული. დღის პირველ ნახევარში თავს ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ. მაგრამ თქვენ სწრაფად გაუმკლავდებით უსიამოვნო შეგრძნებებს და ვალდებულებების შესრულებას შეუდგებით. შესაძლოა არასასიამოვნო ამბავი შეიტყოთ, რაც აგაღელვებთ, მაგრამ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგამშვიდებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება მეგობრებისა და ნათესავების წყალობით, რომლებიც სავარაუდოდ მოგინახულებენ. აი, გამგზავრება ან ოჯახთან ერთად დასვენება მოგიწევთ სხვა დროისთვის გადადოთ.

თევზები. დღეს შეეცადეთ სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ. შესაძლოა ახალი ავეჯი შეიძინოთ ან უბრალოდ მისი გადაადგილებით დაკმაყოფილდეთ. გირჩევთ, დღის ბოლოს კარგად დაისვენოთ და სასურველია საყვარელ ადამიანთან ერთად.

კომენტარები