5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. შესაძლოა თქვენი გრძნობები და განცდები ბოროტად გეხუმრონ და უამრავი პრობლემა მოგიტანონ, რაც მრავალი თვის მანძილზე გაიწელება. ამის თავიდან ასაცილებლად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ნუ ენდობით ინტუიციას. მიაქციეთ ყურადRება კვებას და იძინეთ მინიმუმ 8 საათი დღე-ღამის განმავლობაში.
კურო. პრობლემები და სირთულეები არ შეგეხებათ არცერთ სფეროში. შეუფერებელი დღეა სამსახურის შესაცვლელად.
ტყუპები. დღეს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, განსაკუთრებით კი ისეთის, რომელიც ფინანსებთანაა დაკავშირებული. შედეგები შესაძლოა აფსოლიტურად არასასურველი იყოს. გეგმების დასახვა კი შეიძლება და აუცილებელიცაა. ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვის. დაიცავით თქვენი შეხედულებები და ნურავის შეაყვანინებთ შეცდომაში თავს. მარტოხელა ტყუპებისთვის მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც ოჯახის შექმისკენ იქნება მიმართული.
კირჩხიბი. წარმატება თქვენს ხელშია. იყავით თამამი, შეუპოვარი და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ხელსაყრელი პერიოდია სამსახურის ან საცხოვრებელის შესაცვლელად. სახლში ასევე მარტივად გადაწყდება დღეს პრობლემები. საღამოს კარგი იქნება ხანგრძლივი გასეირნება. ის დაგეხმარებათ მძიმე დღისაგან მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნაში.
ლომი. ლომებისათვის დღეს უკიდურესად ძნელი იქნება იმის აღიარება, რომ ყველას აქვს პირადი მოსაზრების უფლება. თქვენი მცდელობები დაიცვათ საკუთარი სიმართლე, დიდი წინააღმდეგობის ქვეშ მოექცევა. დაე, ასე იყოს! დრო თავად განსაზღვრავს ვინ იყო მართალი და ვინ ცდებოდა.
ქალწული. მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ. თქვენ თავად იქნებით გაოცებული. მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს მიხვდებით რაშია საქმე. გქონდეთ სიურპრიზების იმედი.
სასწორი. დღის პირველ ნახევარში ძალიან მარტივი იქნება თქვენით მანიპულირება და აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას მოინდომებენ. იყავით ყურადღებით! დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ზომიერად ჩაივლის. ალკოჰოლისაგან თავის შეკავება გმართებთ. მას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
მორიელი. დღეს სასურველია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკიდურესი სიფრთილე გამოიჩინოთ. არსებობს საშიშროება ვირუსული ინფექციისა. შეეცადეთ გადადოთ ყველა გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგისათვის, რადგან დღეს ვერ შეძლებთ ფხიზელი გონებით შეაფასოთ სიტუაცია და სწორად იმოქმედოთ. არ გასცეთ სესხი, – მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.
მშვილდოსანი. ყურადღებით იყავით ბავშვების მიმართ. მათ თქვენი მზრუნველობა ესაჭიროებათ. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი მრავლრიცხოვანი ინციდენტების გამკლავებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა. კარგი დღეა შეხვედრების, პაემანისა და წვეულებებისათვის. თქვენ უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ადამიანს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ მათთან კონტაქტში შესვლა. ეს ძალიან სასარგებლო ნაცნობობა იქნება. გირჩევთ ეწვიოთ სალონს და იზრუნოთ საკუთარ თავზე. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.
მერწყული. ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ გაიგონ მიზეზი თქვენი რისხვის და აგრესიისა. გარშემომყოფები თქვენს განწყობას მარტო სიტყვებში კი არა, ინტონაციაში, მიმიკასა და ჟესტებშიც ამოიკითხავენ. იყავით თავშეკავებული.
თევზები. დაისვენეთ ოჯახთან ერთად. თუ დაჩა გაქვთ, ეს საუკეთესო ადგილი იქნება დღევანდელი დღის გასატარებლად. თუ არა გაქვთ, ბუნებაში გადით. აქტიური დასვენება დაგეხმარებათ სტრესის მოსახსნელად და ძალების აღსადგენად.

კომენტარები