5 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. თქვენ ბევრი საუბრები გელით. ზოგიერთი თქვენგანი პოლიტიკით დაკავებას გადაწყვეტთ. შეეცადეთ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად დაუჭირონ მხარი ყოველ თქვენს წამოწყებას. სიყვარულში სასიმოვნო სიურპრიზები და ბედის საჩუქრები გელით.
კურო. დღეს თქვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობით დაკავდით. ვარჯიში და კოსმეტიკური სალონი დღის საუკეთესო დასაწყისი იქნება. შემდეგ განმარტოვდით და დაფიქრდით განვლილ დღეებზე. მიიღეთ გაკვეთილი შეცდომებისგან. ასევე კარგია ამ დღეს დიეტის ან შიმშილობის დაწყება. საღამოც მარტო გაატარეთ.
ტყუპები. თუ დიდი ხანია გარდერობის განახლებას გეგმავდით, არანაირი მიზეზი არ რასებობს საკუთარ თავს ამაზე უარი უთხრათ. გაუკეთეთ საჩუქრები მეგობრებს, ისინი სასიამოვნოდ გაოცდებიან.
კირჩხიბი. ახლო მომავალში კარიერულ საფეხურზე შესამჩნევი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. შეეცადეთ ექსპერიმენტებს მიმართოთ ჩვეული სამუშაოს შესრულებისას.
ლომი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. აირჩიეთ სახლის ჯანსაღი პროდუქტი. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი.
ქალწული. დღის განმავლობაში ყოველი სიახლე მხოლოდ კარგი იქნება ძველი მეგობრებისგან, ნაცნობებისა და თანამშრომლებისაგან… ისიამოვნეთ, ხშირად გაიღიმეთ და ღმერთს მადლობა უთხარით მშვენიერი ცხოვრებისათვის.
სასწორი. ეს დღე აქტიური შრომისათვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და ორიენტირებას შეძლებთ საქმეზე, ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. პრობლემები, რომლებიც თვეობით იწელებოდა, დღეს მარტივად და სწრაფად მოგვარდება. თუ საღამოს შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, სავარაუდოდ ის ხელის თხოვნით დასრულდება.
მორიელი. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშიდე და ფილოსოფიურად მიუდექით ყველაფერს. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები, აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. აუცილებლად აკონტროლეთ წნევა და გაუფრთხილდით მხედველობას.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხელსაყრელი დღე გელით. მაგრამ კარგი იქნება, თუ კომერციული ოპერაციებისას დაკვირვებულობას გამოიჩენთ. სასიყვარულო შეხვედრამ ან პარტნიორის მმხრიდან უღირსმა საქციელმა შეიძლება გარკვეული სახის იმედგაცრუება მოგიტანოთ.
თხის რქა. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება თქვენს სხეულს დაუთმოთ. ჩაიტარეთ მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, შეიცვალეთ ვარცხნილობა… საღამო აქტურ დასვენებას მიუძღვენით. სექსით დაკავება დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
მერწყული. არ ღირს დღეს სპირტიანი სასმელებისა და ჭარბი რაოდენობის სითხის მიღება. მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილები. საჭიროა ენერგეტიკის განწმენდა.
თევზები.  თქვენს ჰორიზონტზე ახალი სიყვარული გამოჩნდა. ესაა ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება. თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდებით ერთმანეთს. მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა თქვენზეა. უბრალოდ დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

კომენტარები