7 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. გაუფრთხილდით ძალებს და ნუ დახარჯავთ მათ ტყუილად. თუ დასვენების საშუალება გაქვთ, ისარგებლეთ ამით. ბუნება დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში, ნერვების დამშვიდებასა და კარგი განწყობის შექმნაში. საღამო მარტო გაატარეთ: მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ ფილმს ან წაიკითხეთ წიგნი.
კურო. დღეს კუროები ჩვეულებრივზე უფრო მეტად მომხვიბვლელები იქნებიან საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. მშვენიერი განწყობა და საკუთარი თავის რწმენა მოგცემთ შანსს იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, რომელიც გესიმპათიურებათ.
ტყუპები. დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გმართებთ. არსებობს სხვადასხვა დაავადებების საშიშროება. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან კომპანიებს და წვეულებებს. თქვენთვის ეს ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ დღის სიზმრები 1 კვირაში აგისრულდებათ.
კირჩხიბი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გადახედეთ მენიუს და გამორიცხეთ მათგან ისეთი საკვები, რომელიც თქვენთვის მავნებლად ითვლება. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. აი, ნახავთ, ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ფიზიკურ მდგომარეობასაც.
ლომი. დღეს საკუთარ კარიერაზე იზრუნეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ ახლობელი ადამიანებიც. დასახული მიზნის მიღწევისთვის მოგიწევთ მთელი თავისუფალი დროისა და ზოგიერთი პირადი გეგმის შეწირვა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კვებას – მოსალოდნელია მოწამვლა.
ქალწული. უმჯობესია დღეს ახალი საქმე არ დაიწყოთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს. უარი არ უთხრათ საკუთარ თავს დასვენებაზე, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასაზრებლად და გადასაცემად.
სასწორი. სახლის საქმეებით დაკავებისა და ოჯახისათვს ყურადღების დათმობის დროა. ბავშვების აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგებით მოგვარდება. დღეს აგრესიისაგან თავის შეკავება და კამათში მონაწილეობაზე უარის თქმა გმართებთ. ურთიერთობების გარკვევა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.
მორიელი. თქვენ შეძლებთ სასურველის მიღწევას, საკმარისია მხოლდ მოისურვოთ და ამის შესახებ საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. გაგიძლიერდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები, ლოგიკა და მეხსიერება. თუმცა დიდი ენერგიის დაკარგვაც გელით. ყველა პრობლემას მოაგვარებთ, მათ შორის ფინანსურსაც.
მშვილდოსანი. ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებული სიფრთხლე გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კატასტროფები და ავარიები. შეეცადეთ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამ დღის ავადმყოფობას მძიმე შედეგები მოჰყვება. ნუ გასცემთ სესხს. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ასაკოვან მშობლებს. ამ დღის სიზმრები ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი იქნება.
თხის რქა. საინტერესოა ბოლოს როდის გამოუტყდით სიყვარულში საყვარელ ადამიანს. დღეს შეეცადეთ ეს რაც შეიძლება ხშირად უთხრათ, ვიდრე როდესმე და ნახავთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
მერწყული. ძალიან დაძაბული დღე გელით, რომელიც თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. საჭიროა ზედმიწევნით და დიდი სიფრთხილით განსაზღვროთ პრიორიტეტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დასახული მიზნის მიღწევას. ნუ გამოავლენთ ზედმეტ ამბიციებს ან პირიქით – თვითგანადგურებას. თქვენი ყოველი წინსვლა დასახული მიზნისაკენ თქვენსავე მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე იქნება დამოკიდებული.
თევზები. დღის პირველ ნახევარში დაბნეულობას იგრძნობთ და საკუთარ თავში ეჭვები შეგეპარებათ, რაც ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს. საკუთარი სისუსტეების აყოლით, ან უარის თქმით სხვის გავლენას წინ აღუდგეთ, პრობლემები შეგექმნებათ. ამ დღეს უნდა უფრთხილდეთ ფარულ არაკეთილმოსურნეთა ხრიკებს. შეეცადეთ არავის არაფერს მოუყვეთ. უფრო მეტად ენდოთ საღ აზრს და საკუთარ ინტუიციას.

კომენტარები