30 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. კარგი, კეთილი და პოზიტიური დღე გალით. პრობლემები თავისთავად მოგვარდება. ენერგია და მუშაობის წყურვილი მოჭარბებული გექნებათ. თამამად შეადგინეთ გეგმები. მათ განხორციელება ელით. თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდით საყვარელ ადამიანთან დაწვრილებით გესაუბრათ ყველა დეტალზე, დღეს დადგა ჩაღრმავების დრო.

კურო. ნუ გექნებათ ბევრი ადამიანის მხარდაჭერის იმედი, იმათიც კი, რომელთაც როდესღაც თავად დახმარებიხართ. დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა გმართებთ, რომელიც ნამდვილად არ დაგაღალატებთ.

ტყუპები. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა სახლში განლაგების შესაცვლელად ან საკუთარი გარდერობის გასაახლებლად. სამსახურში არასაიამოვნო საუბარებია მოსალოდნელი ხელმძღვანელებთან, მაგრამ შეეცადეთ წესიერების ფარგლებში ისაუბროთ და არ აუწიოთ ხმას. თუ ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. ნუ დაკარგავთ წონასწორობას და ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

კირჩხიბი. ბევრი და ხანგრძლივი საუბრები გელით. დღის დარჩენილ ნაწილში კი სოციალურ ქსელებში მიმოწრით ან სატელეფონო საუბრებით იქნებით დაკავებული.

ლომი. ხელსაყრელი დღე გელით შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ ლომებს. შეძლებთ დაკავდეთ ისეთი საქმით, რომელიც ღირსეულად დაგიფასდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო მიწვევა, რომელზეც ღირს დათანხმება. ეს ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ურთიერთობებისგან სიამოვნების მიღებას და ახალ მეგობრებს გპირდებათ. ამ დღეს შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ სამოგზაუროდ ან საყიდლებზე, რაც ძალიან მომგებიანი იქნება.

ქალწული. შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე დღეა. შექმენით ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და არ მოცდებით წვრილმანებზე. დღეს ფიზიკური ვარჯიში კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წარმატებული პერიოდია რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

სასწორი. შეეცადეთ ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს და თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. არსებობს ალბათობა, რომ სასწორების ცხოვრებაში მოხდება გარკვეული ცვლილებები, როგორც ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. ნუ წახვალთ სტუმრად და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ ვინმეს. უარი თქვით ალკოჰოლზე.

მორიელი. მოგიწევთ სერიოზული პრობლემებისთვის მოემზადოთ. მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება ოჯახში, ასევე ავადმყოფობის გამწვავება, რომელიც დიდი ხანია აღარ გაწუხებდათ. არ ღირს ფულის დბანდება სხვადასხვა ფინანსურ გარიგებებში. შეეცადეთ ოჯახში თქვენი უყურადრებობა შეავსოთ. მოგეთხოვებათ საკმაო მჭევრმეტყველება და ინტუიცია. დაგეგმეთ ერთობლივი ოჯახური დასვენება ბუნებაში.

მშვილდოსანი. როგორც იქნა, თქვენთვისაც გაიღიმებენ ვარსკვლავები. უკან დარჩება წარუმატებლობის ავბედითი დრო და წარმატების პერიოდი დაიწყება. ზოგიერთი ოცნება ძალიან მალე აგიხდებათ. უმუშევარ მშვილდოსნებს შეგიძლიათ დღეს სამსახურის ძებნა დაიწყოთ. ეს სასურველ შედეგს მოგიტანთ. შეეცადეთ არ ჩაერთოთ წვრილმანების გამო წამოწყებულ კამათში და გაუფრთილდით საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას.

თხის რქა. ახალი იდეებისთვის გულუხვი დღე იქნება. ზოგიერთ თქვენგანს არჩევანის გაკეთებაც კი მოუწევს საინტერესო წინადადებებსა და საინტერესო ადამიანებს შორის. თუ რაიმე დაგაეჭვებთ, დახმარებისთვის მეგობრებს ან სპეციალისტებს მიმართეთ.

მერწყული. მოიშორეთ ცუდი განწყობა და გაურკვეველი შფოთვა. ეს ყველაფერი მხოლოდ გეჩვენებათ ცუდად. სინამდვილეში საქმეები გაცილებით უკეთესად მიგდით, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

თევზები. კრიტიკული დღეა. ზოგიერთ თქვენგანს შეჯახება მოუწევს არაკეთილმოსურნეობასთან და ღალატთანაც კი. დილიდანვე უამრავი საქმე დაგახვევთ თავბრუს. შეეცადეთ ერიდოთ კამათს ხელმძღვანელებთან ან პარტნიორებთან. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის დამღლელი საქმეები. მაგრამ მიუხედავად ამისა, შეეცადეთ დაუთმოთ დრო მშობლებსა და ბავშვებს.

კომენტარები